განათლება, სწავლა საზღვარგარეთ, ტრეინინგები, სასწავლო კურსები, სტიპენდიები, გრანტები, უცხო ენა დაწვრილებით
Partial Scholarship for Georgian Students, London, United Kingdomდაწვრილებით
გთავაზობთ ქართველ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებს(ბიზნესი,ხელოვნება,არქიტექტ.)დაწვრილებით
ბარათის მფლობელს საშუალება ეძლევა, განსაკუთრებული ფასდაკლება მიიღოს თბილისის სასწავლო ცენტრებში, 100-ზე მეტ ტრენინგსა და სასწავლო კურსზე 2 წლის განმავლობაში..დაწვრილებით
ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა ტურიბაში, ლატვია
English Language Academy
საერთაშორისო ენის ცენტრი - ინტერ-ელ ცენტრი
English Language Learning Centre - ELLC
რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა (RISEBA)
დებრეცენის უნივერსიტეტი
კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი - LanGate
პროფსიული მომზადებისა და განათლების ცენტრი VIP 






ჩვენს შესახებ:
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს და ის წარმოადგენს უძველეს და ყველაზე დიდ უნივერსიტეტს ტალინში. სტუდენტთა მიღების რაოდენობით იგი იმყოფება მეორე ადგილზე ესტონეთში.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს ინგლისურ ენაზე მრავალ სფეროში, მათ შორისაა: ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია.
უნივერსიტეტში ყოველწლიურად სწავლობს 650 საერთაშორისო სტუდენტი და მათ შორის ქართველებიც.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყობს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისათვის ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
მცირეოდენი ფაქტები ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ:
• ინსტიტუტის სახეობა: საზოგადოებრივი უნივერსიტეტი
• დაარსების თარიღი: 1918წ
• მდებარეობა: ესტონეთის დედაქალაქი – ტალინი
• სტუდენტთა რაოდენობა: 14 000
• საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა: 650
• თანამშრომელთა რაოდენობა: 2000
• ფაკულტეტების რაოდენობა: 8
• აკრედიტაცია: ყველა პროგრამა მთლიანად აკრედიტებულია
• გაცვლითი პროგრამები: ერასმუსი და ორმხრივი შეთანხმების პროგრამები 40 ქვეყანასთან
• აკადემიური კალენდარი: ორი სემესტრი: შემოდგომი( სექტემბერი – იანვარი), გაზაფხულის სემესტრი( თებერვალი – ივნისი)
რატომ უნდა აირჩიოთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი:
• საზოგადოებრივი უნივერსიტეტი დაახლოებით 90 წლიანი აკადემიური მოსწრებით
• მთლიანად აკრედიტებული და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამები
• კვლევის საუკეთესო ბიბლიოთეკა ბიზნესსა და ინჟინერიაში
• საერთაშორისო დონეზე აღიარებული უცხოელი ლექტორები
• თანამედროვე საცხოვრებლები და უფასო უკაბელო ინტერნეტი ყველგან
• მრავალეროვნული სტუდენტური გარემო სტუდენტები 60 ქვეყნიდან
• აქტიური და მხიარული სტუდენტური ცხოვრება
ამჟამად მიღება მიმდინარეობს შემდეგ 14 პროგრამაზე, ესენია:
ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე (3 წელი, 180 კრედიტი):
1. საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(1 წ და 5 თვე სწავლა რუსულ ენაზე + 1 წ და 5თვე სწავლა ინგლისურ ენაზე)
2. საერთაშორისო ურთიერთობები(როგორც ინგლისურად,ასევე რუსულად)
3. სამართალი
მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე (2 წელი, 120 კრედიტი):
1. საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(MBA)
2. საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა(როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად)
3. სამართალი
4. ტექნოლოგიის მართვა*
5. კიბერ უსაფრთხოება*
6. ქსელური ინჟინერია*
7. სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი*
8. გარემოს მენეჯმენტი და სუფთა წარმოება*
9. მდგრადი ენერგეტიკის მასალები და პროცესები*
10. ჯანმრთელობის ტექნოლოგია*
11. დიზაინი და ინჟინერია*
12. კომუნიკაციური ელექტრონიკა
სტიპენდიები:
• ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არსებობს რამდენიმე სრულიად უფასო პროგრამა და ასევე შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვებაც:
• გარდა ამისა ასევე არსებობს სტიპენდიები შემდეგ პროგრამებზე: სამართალი, ტექნოლოგიის მართვა, ქსელური ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი, გარემოს მენეჯმენტი და სუფთა წარმოება, მდგრადი ენერგეტიკის მასალები და პროცესები, ჯანმრთელობის ტექნოლოგია და კომუნიკაციური ელექტრონიკა, დიზაინი და ინჟინერია.
• ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის სტიპენდიებს ქართველი მაგისტრატურის სტუდენტებისათვის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და მათ შორის ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც.
გთხოვთ აქვე იხილოთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის სკოლის ვიდეო:
სტუდენტთა მომსახურება:
• აეროპორტში დახვედრა
• სტუდენტთა საცხოვრებლები
• სტუდენტების ტუტორები(ხელმძღვანელები)
• საორიენტაციო დღეები
• ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანმრთელობის დაზღვევა
• კარიერის ცენტრი
• საბჭო
• გაცვლითი პროგრამები
• საერთაშორისო კლუბი და სტუდენტური ორგანიზაციები
მიღება:
მიღებისთვის საჭირო დოკუმენტები და სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.ttu.ee/admissions
ქართველი სტუდენტებს დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ შემდეგ ბმულზე: www.ttu.ee/georgia
*შენიშვნა: ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არსებობს რამდენიმე სრულიად უფასო პროგრამა და ასევე შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვებაც. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე ინგლისურ ენაზე და ვუპასუხებთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას: Study@ttu.ee
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სწავლების ცენტრი
მის: Ehitajate tee 5 - III 211A, Tallinn, 19086, Estonia
ელ-ფოსტა: study@ttu.ee
ტელ: (+372) 620 2022
ფაქსი: (+372) 620 2020
ვებ-გვერდი: www.ttu.ee/en
Facebook: Tallinna Tehnikaülikool/Tallinn University of Technology
Twitter: TUT_Estonia
Skype: tut.international(სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 9:00 - 10:00 საქართველოს დროით)
MSN: study@ttu.ee (სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 11:00საქართველოს დროით)