განათლება, სწავლა საზღვარგარეთ, ტრეინინგები, სასწავლო კურსები, სტიპენდიები, გრანტები, უცხო ენა დაწვრილებით
Partial Scholarship for Georgian Students, London, United Kingdomდაწვრილებით
გთავაზობთ ქართველ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებს(ბიზნესი,ხელოვნება,არქიტექტ.)დაწვრილებით
ბარათის მფლობელს საშუალება ეძლევა, განსაკუთრებული ფასდაკლება მიიღოს თბილისის სასწავლო ცენტრებში, 100-ზე მეტ ტრენინგსა და სასწავლო კურსზე 2 წლის განმავლობაში..დაწვრილებით
ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა ტურიბაში, ლატვია
English Language Academy
საერთაშორისო ენის ცენტრი - ინტერ-ელ ცენტრი
English Language Learning Centre - ELLC
რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა (RISEBA)
დებრეცენის უნივერსიტეტი
კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი - LanGate
პროფსიული მომზადებისა და განათლების ცენტრი VIP 






ჩვენს შესახებ:
2009 წლის თაიმსის უმაღლესი განათლების რეიტინგების მიხედვით ტარტუს უნივერსიტეტი დასახელებულ იქნა მსოფლიოს 600 ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებს შორის.
ტარტუს უნივერსიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო კვლევით უნივერსიტეტს და ერთადერთ კლასიკურ უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სწავლის მრავალ შესაძლებლობებს ისტორიულად მდიდარ სწავლის გარემოში.
კვლევებზე დაფუძნებული განრიგი, მაღალი ხარისხი და საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს ტარტუს უნივერსიტეტის 3 ძირითად მახასიათებელს. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებს იმ აღიარებული კვალიფიკაციით, რომელიც ხდის მათ კონკურენტუნარიანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ტარტუს უნივერსიტეტი მიჩნეულია ესტონეთის ალმა-მატერად და იღებს ნებისმიერ მონდომებულ და მოტივირებულ სტუდენტს. ის როგორც ეროვნული უნივერსიტეტი, სახელმწიფოსთან ერთად, ხელს უწყობს ესტონეთის არსებობის შენარჩუნებას.
გარდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა ტარტუს უნივერსიტეტში არსებობს მრავალი სასწავლო კურსები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის კონცეფციას, ვთავაზობთ რა მაღალი ხარისხის განათლებას ფართო საზოგადოებას. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
www.ut.ee/en/university
საერთაშორისო სწავლება:
ტარტუს უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ საერთაშორისო პროგრამას, რომელიც იზიდავს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ამჯამად ტარტუს უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ სადიპლომო და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს ინგლისურად და სხვა ენებზეც. ტარტუს უნივერსიტეტი ცდილობს რომ შექმნას საერთაშორისო სტუდენტთა ისეთი გარემო, რომელთა მრავალფეროვნება გაამდიდრებს სწავლისა და კვლევის პროცესს. ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.
ამჟამად ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობს 16 000 სტუდენტი, მათ შორის 650 საერთაშორისო სტუდენტი.
უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილებას და მთლიანად უჭერს მხარს სტუდენტების და თანამშრომლების მონაწილეობას ისეთ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა: ერასმუსი, აისეპი და სხვ.
სწავლა მოიცავს:
• სწავლა ინგლისურ ენაზე
• სწავლა ესტონურ ენაზე
• სადოქტორო პროგრამები
• გაცვლითი და სემესტრიანი პროგრამები საზღვარგარეთ
• ესტონური ენის სწავლება
• საერთაშორისო საზაფხულო უნივერსიტეტი
• ონლაინ სწავლება
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ:
www.ut.ee/en/studies
კვლევები ტარტუს უნივერსიტეტში:
როგორც ესტონეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, ტარტუს უნივერსიტეტი კონკურენციას უწევს სხვა კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში. იმისათვის რომ უზრუნველყოს ის მაღალი სტანდარტი რომელიც მოიტანა 4 საუკუნოვანმა არსებობამ, ტარტუს უნივერსიტეტი ცდილობს იყოს საუკეთესო როგორც კვლევებში, ისე სწავლებაში. შედეგად ყოველწლიურად ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარები აქვეყნებენ 2700 კვლევით პუბლიკაციებს და ახორციელებენ 800 კვლევით პროექტს და აგრეთვე ყოველწლიურად გაიცემა 80 სადოქტორო დიპლომი.
დამატებითი ინფორმაცია კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერას სხვადასხვა სტუდენტური მომსახურებებით, რათა დაეხმარონ მათ ისწავლონ პროდუქტიულად და ისიამოვნონ ტარტუში ცხოვრებით.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს, ან დაგვიკავშირდეთ ინგლისურ ენაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საერთაშორისო სტუდენტების მომსახურების ცენტრი
ტარტუს უნივერსიტეტი
მის: 18 Ülikooli St., room 104 , 50090 Tartu, Estonia
სამუშაო საათები:
ორშაბათი-ხუთშაბათი: 2დან 5 საათამდე საქართველოს დროით.
საკონტაქტო პირი: Ms. Ülle Tensing
საერთაშორისო სწავლების მთავარი სპეციალისტი
ტელ: +(372) 737 5150
ელ-ფოსტა: Ulle.Tensing@ut.ee
ვებ-გვერდი: www.ut.ee/ee